Monday, June 18, 2012

სიყვარული l l მოწონება > ზიზღი l l სიძულვილი


 ყოველ მხრივი უსასრულობა შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან: განზომილება(სიგრძე, სიგანე, სიმაღლე); დრო(ნანო წამი, მიკრო წამი, წამი, წუთი, საათი, დღე-ღამე, დღეღამე, კვირა, წელი, საუკუნე); სივრცე(ზიზღი, სიძულვილი, სიყვარული, მოწონება). ამ ყველაფერს ის საერთო აქვს, რომ არც ერთი არის მატერია მაგრამ ყოველი მათგანი ჩვენში არის ჩაბეჭდილი, როგორც კომპიუტერში გაყოფა, გამრავლება, გამოკლება და მიმატება.
სიყვარული და მოწონება დღევანდელი მსოფმხედველობით წრფეზე არიან გამოსახულები ზიზღთან და აუტანლობასთან ერთად, რომლებიც წრფივი ფუნქციის უარყოფითი უსასრულობისკენ დადეს რადგან ამ სიტყვებს გამოვიყენებთ არა სასურველი მატერიის მიმართ.ამ წრფეზე გამოყენებული სიტყვები(გრძნობები) გამოიყენება ნებისმიერი მატერიის მიმართ  ურვილისამებრ.
ქართული გრამატიკის ფორმულა: სერიები და მწკრივები გვიჩვენებს, რომ 80%-ზე მეტი არღვევს ადამიანური ქცევის სისტემას.
  1. ფიქრი
  2. ლაპარაკი
  3. შესრულება
ფიქრობენ და ასრულებენ ერთი და იმავეს, მაგრამ მათი ლაპარაკიდან გამომდინარე სამივე სისტემური ნაწილი დარღვეულია.
სიყვარული და მოწონება ბევრისთვის ერთი ერთეულით დაშორებული თემაა, მაგრამ თუ გრამატიკული კუთხით მივუდგებით ამ თემას ორივე ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება როგორც მაგალითად: ა და ბ.
როდესაც მოგწონს ის შენთვის სრულყოფილეაა; საგანი, ცხოველი ან თუნდაც საპირისპირო სქესის წარმომადგენელი. ხშირად გაიგონებთ მოსაზრებას, რომ ღმერთს უყვარს პროპორცია, მაგრამ არავინ არასდროს იძახის იმას, რომ ადამიანი რომელსაც პროპორცია დარღვეული აქვს(ცალთვალა, ცალფეხა) ის უშნო არ არის. არ არსებობს სრულყოფილი ადამიანი, არსებობს ადამიანში სრულყოფილი ორგანოები.
სიყვარული და მოწონება ორ სხვადასხვა გეომეტრიულ ფიგურას წარმოადგენს, ხოლო მათი ურთიერთ თანაფარდობა არითმეტიკულ ამოცანას, რომელიც გარკვეული პირის სიკვდილამდე არ დასრულდება.სიყვარული და მოწონება ორ სხვადასხვა მათემატიკურ წრფეს რომლებიც ერთი მეორეს ეცემიან-რეალურ სამყაროში ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც მოგწონდა ხელშეუხებლობაც კი გაკმაყოფილებდა და ეს დაირღვა.
სიყვარული გამოიხატება ბრჭყალებად რომელშიც მოთავსებულია სიტყვა ოჯახი. მაგალითად: შეყვარებულს შეიძლება აწყენინო, წაეჩხუბო, ატირო; მაგრამ როდესაც მოგწონს ამ ხასიათს მას არ კი არა ვერ აკადრებ.
ზღაპრებში ხშირად არსებობს ერთი ნახვით შყვარება, რომელთა 99% ბედნიერად მთავრდება. ფსიქოლოგები ადასტურებენ , რომ გაცნობის დღიდან მესამე წლამდე არის სიყვარული, ეს არის ურთიერთობის ის პერიოდი როდესაც მისი არაფერი გეჯავრება ან ითმენ და არ იმჩნევ. ოჯახის შექმნისას ქალიც და მამაკაციც რაღაცას თმობს, ორივეს წვლილი შეაქვთ ოჯახის შექმნაში.
ტერმინი მეუღლეც გამოხატავს ამ იდეალიზმს. ორი ხარი რომლებიც ერთ უღელში არიან შებმულები და ერთად ხნავენ ისინი ერტმანეთის მეუღლეები(უღელ გამზიარებლები) არიან, თანა მოაზრენი.
დაქორწინებისას წყვილი მიდის თაფლობის თვეში. ტერმინი თაფლობის თვე განიმარტება როგორც შეჩვევა, სადაც ერთმანეთის ქცევებს სწავლობენ, იგებენ უარყოფით და დადებით მხარეებსა თუ თვისებებს ერთმანეთისას. აქედან გაჩნდა პროფესია შეყვარებული, რომლებიც ქორწილამდე მიმართავენ თაფლობის თვეს და წინასწარ განსაზღვრავენ ოჯახის მიმდინარეობას. ზოგისტვის ეს ოჯახის შექმნის ტესტია, ზოგისთვის ფსიქიური აშლილობა. მაგრამ ჩნდება კითხვა რომელზეც დამაკმაყოფილებელი პასუხი დღემდე ვერავინ გასცა:
  1. თუ გიყვარდა რატომ დაშორდი?
  2. თყ არ გიყვარდა რატომ იყავით ერთად?
ინგლისელი დრამატურგის - უილიამ შექსპირის გმირები რომეო და ჯულიეტა, რომელთაც უყვარდათ და იყვნენ ერთად. მათი ურთიერთობა გაწყდებბოდა რომ დაეჯერებინათ მშობლებისთვის, მაგრამ მათ სიცოცხლეც კი არ დაიშურეს, მაგრამ ეს მაგალითი ისევ მაგალითად რჩება.
მონარქია გაუქმდა, ითაც აღარ ვართ შეზღუდულები თუ ვის ავირჩევთ ჩვენ ჩვენს მეორე ნახევრად. მაგრამ შემოვიდა ახალი სისტემა ომელიც ადამიანებს ჰყობს სამ ფენად:
  1. ცნობილი
  2. ნაკლებად ცნობილი
  3. უცნობი
დღევანდელი საზოგადოება დაიყო ამ სამ ფენათ, ზოგი მოდელობით, ზოგი მსახიობობით, ზოგი სოციალური ქსელითაც და ზოგიც ნობელის პრემიით, მაგრამ ამ ფენებში გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები რომელთაც ამპარტავნება და თავიანთი თავისადმი სიგიჟით შებყრობა სჭირთ. მათ თავიანთი ნაცნობების სია საგრძნობლად შეამცირეს, მხოლოდ თავისი პროფესიის ადამიანებთან და იმათთან კონტაქტობს ვინცმის სამომავლო გეგმის ჩონჩხში მოხვდება.
"უბედურია ის ვინსაც არ გაუსინჯია სიყვარულის გემო, უფრო ბედნიერი კი ის ვინც შეიგრძნო მაგრამ დაკარგა"
ადამიანს რომელსაც ყოველ დღე უხსნიან სიყვარულს მან არ იცის სიყვარულის ფასი, ამიტომაც ხდება ასე, რომ უშნო და შეუხედავი უფრო წრფელი გულით იყვარებს და ლამაზი რაღაცის ან ვიღაცის გამო ნებდება.
მაგალითი: ხშირი ინფორმაცია გვაქვს სატელევიზიო თუ საგაზეთო სტატია, რომ ვიგაც ცნობილი მერამდენედ დაქორწინდა ან მერამდენედ დაანგრია ოჯახი და ხშირად ერთი და იმავე პროპესიის ადამიანებში ხდება ეს!..

2 comments: